Address
Georgia, Tbilisi, Didubeplaza
Working hours:
Mon - Sun
10:00 - 19:00
👁
არკოკაფსი გინკო 45 კაფსულა
შემადგენლობა:
ორგანული გინკოს ფოთლების (Ginkgo biloba) ექსტრაქტი და ფხვნილი (Totum integration) - ექვივალენტურია გინკოს თესლის 666მგ-ისა 2 კაფსულაზე.
ორგანული ვაშლის ბოჭკო (Malus domestica), ორგანული ბრინჯის კონცენტრატი (Oryza sativa). შემავსებელი: აკაციის გუმფისი, 100% მცენარეული გელი (მიღებული ცელულოზისგან).
2 კაფსულა შეიცავს: გინკოს ფოთლების ფხვნილი - 190მგ, გინკოს ფოთლების ექსტრაქტი - 190მგ. გინკოლიდების კონცენტრაცია - 1,2მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გინკო ბილობას ბიოაქტიური კომპონენტები - ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას,თავის ტვინის მომარაგებას ჟანგბადითა და გლუკოზით, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას და მეტაბოლიზმის რეგულაციის გზით იცავენ უჯრედებსა და ქსოვილებს ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული დაზიანებისაგან. გინკო ბილობა აუმჯობესებს მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარს, ახდენს მეხსიერების გაუარესების პრევენციას. კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევისას ამცირებს სიცივის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას, ტკივილს სიარულისას.
გინკო ბილობას ეფექტურობა სხვადასხვა პათოლოგიის დროს დადასტურებულია მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევებით.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.
მიიღეთ 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას პრეპარატი მიიღება ექიმის რჩევის გათვალისწინებით. საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს სრულფასოვანი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ორსულობა და ძუძუთი კვება: პრეპარატის გამოყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები: შეინახეთ სინათლის, სითბოსა და ნესტისგან დაცულ, ასევე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 45 კაფსულა შეფუთვაში.
მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი.
Working hours:
Mon - Sun
10:00 - 19:00