Address
Georgia, Tbilisi, Didubeplaza
Working hours:
Mon - Sun
10:00 - 19:00
👁
არკოფლუიდი კომფორტული მონელებისთვის ამპ #20
შემადგენლობა:
1 ამპულა შეიცავს: მცენარეული ექსტრაქტები - 7,4გ; შავი ბოლოკის წვენი - 1,6გ; ვაშლის წვენის კონცენტრატი - 1,6გ.
ორგანული მცენარეული ექსტრაქტი შეიცავს: არტიშოკის ფოთლებს (Cynara scolymus L,) – 315 მგ, როზმარინის ფოთლებს (Rosmarinus officinalis L,) – 315 მგ, ანგელოზას ფესვს (Angelica orchangelica L,) – 315 მგ, შავი ბოლოკის წვენს (Raphanus sativus vat. Niger Miller), ვაშლის წვენის კონცენტრატს (Malus domestica Borkh.).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
შავი ბოლოკი - შეიცავს ორგანულ გოგირდს, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დრენაჟს, უზრუნველყოფს ტოქსინების ელიმინაციას.
არტიშოკი - ცინარინისა და ცინარიდინის შემცველობის გამო ასტიმულირებს ჰეპატოციტების რეგენერაციას. უზრუნველყოფს ღვიძლიდან ტოქსინებისა და ცხიმის ელიმინაციას. მის ფოთლებს აქვთ ნაღვლმდენი ეფექტი.
როზმარინი - ხასიათდება დადებითი ზემოქმედებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მისი სპაზმოლიზური მოქმედება უზრუნველყოფს აბდომინალური ტკივილის კუპირებას. აწესრიგებს ნაწლავში ფერმენტაციის პროცესს. იდეალური მცენარეა საჭმლის მონელების პრობლემების მოსაწესრიგებლად, სპაზმის და შებერილობის მოსახსნელად.
ანგელოზა -განსაკუთრებით ეფექტურია შებერილობის სამკურნალოდ. იგი ხელს უშლის აირების წარმოქმნას ნაწლავებში, ხსნის მუცლის შებერილობას.
ზემოთჩამოთვლილი კომპონენტების მოქმედებით არკოფლუიდი კომფორტული მონელებისთვის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მას აქვს სპაზმოლიზური მოქმედება, ხსნის აბდომინალურ ტკივილს და მუცლის შებერილობას. პრეპარატი აუმჯობესებს ნაღვლის დრენაჟს, ხელს უწყობს ღვიძლიდან ტოქსინებისა და ცხიმის ელიმინაციას და ასტიმულირებს ჰეპატოციტების რეგენერაციას.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
1 ამპულა დღეში, საუზმის წინ;
ჩაასხით ამპულის შიგთავსი ჭიქაში. დაამატეთ ნახევარი ჭიქა (125 მლ) წყალი ან ხილის წვენი.
მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წლიწადში რამოდენიმეჯერ.
განსაკუთრებული მითითებები:
გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.
მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა.
არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩანაცვლების მიზნით.
ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
10მლ X 20 ამპულა შეფუთვაში.
ამპულები დამზადებულია მუქი ფერის მინისგან მცენარეული ექსტრაქტის მზის სხივებისგან დასაცავად.
საკვები დანამატი.
მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი
Working hours:
Mon - Sun
10:00 - 19:00