Address
Georgia, Tbilisi, Didubeplaza
Working hours:
Mon - Sun
10:00 - 19:00
👁
არკოფლუიდი ფიზიკური და ინტელექტუალური ბიოსტიმულატორი #20 ამპულა
100% მცენარეული სექსუალური სტიმულატორი - დასალევი ხსნარი ამპულებში, რომელიც დამზადებულია ორგანული მცენაარებით. იგი წარმოადგენს არაჰორმონალურ და არასტეროიდულ საკვებ დანამატს.
მის შემადგენლობაშია:
1.ჟენშენი - მამაკაცებისთვის გამოიყენება, როგორც ლიბიდოს სტიმულატორი, ის ახანგრძლივებს სურვილს და ხელს უწყობს სიამოვნების უფრო ძლიერი შეგრძნებების მიღებას. ასევე აუმჯობესებს პენისის სისხლმომარაგებას, ზრდის სექსუალურ ლტოლვას, აუმჯობესებს სპერმის ხარისხს და ახანგრძლივებს ერექციას.
2.პერუს მაკა - ზრდის ლიბიდოს და პოტენციას, აუმჯობესებს სპერმის ხარისხსა და მოცულობას, ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას და მობილობას. ასევე ინარჩუნებს პროსტატის ფუნქციონირებას. ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან და ამცირებს სიმსივნის ალბათობას.
3.გუარანა - გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის დროს სხეულის გამძლეობისათვის.
4.ჯანჯაფილი - მამაკაცის პოტენციალისათვის შეუცვლელი საშუალებაა, რადგან შეიცავს თუთიას, რომელიც მნიშვნელოვანია სასქესო ჯირკვლების სრული და გამართული ფუნქციონირებისთვის. აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას ყველა ორგანოსა და სისტემაში, წმენდს სისხლძარღვებს. ფესვს შეუძლია გავლენა მოახდინოს პოტენციაზე, რადგან სისხლის მიმოქცევა უზრუნველყოფს პოტენციას.
შემადგენლობა:
ორგანული ჯანჯაფილის (Zingiber officinale) ფესვის ექსტრაქტი, ორგანული მაკის ბოლქვის ექსტრაქტი (Lepidium meyeni), ორგანული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი (Panax ginseng), ორგანული გუარანას თესლის ექსტრაქტი (Paullinia cupana), ორგანული ხორბლის სიროფი, ორგანული ფორთოხლის წვენის კონცენტრატი.
ჯანჯაფილის ფესვის ექსტრაქტი |
7,6გ |
მაკის ბოლქვის ექსტრაქტი |
250მგ |
ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი |
150მგ |
გუარანას თესლის ექსტრაქტი |
75მგ |
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჯანჯაფილი (ჯინჯერი, კოჭა) - მედიცინაში ცნობილია სასარგებლო თვისებებით. მისი ძირითადი ბიოაქტიური კომპონენტია ჯინჯეროლი, რომელიც ჯანჯაფილს ანიჭებს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და იმუნომასტიმულირებელ თვისებებს.
მაკა - ზოგჯერ მას პერუს ჟენშენსაც უწოდებენ. მისი ბიოაქტიური კომპონენტები უზრუნველყოფენ დადებითი გუნება-განწყობის შენარჩუნებას, ფიზიკური და გონებრივი ენერგიის გაძლიერებას, ლიბიდოს და მამაკაცის ფერტილობის გაუმჯობესებას.
ჟენშენი - მისი ფესვის ექსტრაქტი ცნობილია, როგორც ძლიერი იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური საშუალება. ჟენშენი ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციას.
გუარანას თესლი შეიცავს კოფეინის მაღალ კონცენტრაციას, ასევე თეოფილინს და თეობრომინს. სამედიცინო მიზნებით გამოიყენება მისი მასტიმულირებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. გუარანას თესლის ექსტრაქტი ხელს უწყობს ტონუსის ამაღლებას, აქვს დაღლილობის საწინააღმდეგო მოქმედება.
მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია მოზრდილთათვის.
მიიღეთ 1 ამპულა დღეში, დილის ან შუადღის კვების დროს. მოერიდეთ პრეპარატის მიღებას დღის მეორე ნახევარში.
კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში რამოდენიმეჯერ.
გამოყენების წინ ამპულა შეანჯღრიეთ. პროდუქტის ნატურალური შემადგენლობის გამო შესაძლებელია მცირე ნალექის არსებობა, რომელიც არ ახდენს გავლენას მის ხარისხზე. ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით მოატეხეთ ამპულას ერთი ბოლო ჭიქის გვერდით, რათა მინის ნამსხვრევი არ მოხვდეს ჭიქაში. გადმოატრიალეთ ამპულა და მოტეხილი ბოლო მოათავსეთ ჭიქის თავზე. მოატეხეთ ამპულის მეორე ბოლო ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით. დაელოდეთ, რათა ამპულის შიგთავსი მთლიანად მოთავსდეს ჭიქაში. დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი ან ხილის წვენი (125მლ).
განსაკუთრებული მითითებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეიცავს კოფეინს (დაახლოებით 5მგ 1 ამპულაში).
თუ თქვენ იტარებთ ანტიკოაგულაციურ ან ანტიდიაბეტურ მკურნალობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
არ არის რეკომენდებული სხვა სტიმულატორებთან ერთად მიღება. საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:დასალევი ხსნარი ამპულებში. 10მლ X 20 ამპულა შეფუთვაში. საკვები დანამატი.
მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი
Working hours:
Mon - Sun
10:00 - 19:00